არქეოლოგობანა








აღმოჩენებით  სწავლა  კონსტრუქტივისტული  თეორიის  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  კომპონენტია. სწავლა  აქტიური  პროცესია, რომელშიც  მოსწავლეები  აგებენ  ახალ  ცოდნას  არსებულზე  დაყრდნობით,  განიმტკიცებენ  ძველს. ეს  მეთოდი  ეფექტურია, როცა  მას  მასწავლებელი  მართავს. მასწავლებელი  გეგმავს  და  აძლევს  ისეთ  დავალებებს, რომლებიც  მოსწავლეებს  მანიპულირების  და გამოკვლევების  შესაძლებლობას  მისცემს.
პრობლემა:  მოგეხსენებათ,  დაწყებით  საფეხურზე  გამომუშავებული  უანრ-ჩვევები  განაპირობებენ  ზედა  საფეხურებზე   წარმატებულ სწავლებას. ამიტომ  მნიშვნელოვანია  მასალის  სიღრმისეულად  წვდომა,  ცნებებში  გარკვევა, საკუთარი  სწავლის  ორგანიზების ხელშეწყობა.  ამ  საფეხურზე  საგანთა  ინტეგრირების  გამო   ქართულის  კურსი  მოიცავს  ისტორიის,  ხელოვნებისა და  ხანდახან  ბუნებისმცოდნეობის  მასალებს.
 ბავშვებს  კი უჭირთ   გაკვეთილსა  თუ  საშინაო  დავალებებში  ყველაზე  მნიშვნელოვანი  ინფორმაციის ამოცნობა, მხოლოდ  ტექსტებზე  დაყრდნობით  მასალის  გათავისება.მით უფრო, თუ  ტექსტი  არამხატვრულია, საგანთაშორის  კავშირის  აღმოჩენა  და  მცირე  არამხატვრული  ტექტის  შეთხზვა. ამიტომ  ხშირად  მივმართავ  სხვადასხვა  აქტივობებს,  ვქმნი  ელექტრონულ  რესურსებს, ვცდილობ  მასალის  ვიზუალიზაციას, მარტივ,  სიმულაციურ   ექსპერიმენტებს.  
მეთოდი : როგორ  დავეხმაროთ  მოსწავლეებს  ცოდნის  ეფექტურად  აგებაში? შეიძლება  შევქმნათ  სიმულაციური  სიტუაციები, რომლის დროს  მოსწავლეებს  ექნებათ   ექსპერიმენტების  ჩატარების შესაძლებლობა.  სიმულაცია  გულისხმობს   რეალობასთან  იდენტური  ხელოვნური  სიტუაციის  შექმნას, ის რეალობის  გათამაშებაა. სიმულაცია  მოსწავლის   მონაწილეობით  საუკეთესოა  რთული, პრობლემური, ძნელად  გასაგები   თემების  დამუშავებისას.
მიზნის  მისაღწევად, ჩავთვალე, რომ  საინტერესო  იქნებოდა არქეოლოგიური  გათხრების სიმულაცია.  ეს  გახდათ  ბოლო  ეტაპი  ჩვენი  გაკვეთილისა. მანამდე  გამოვიყენეთ:  ფილმისა  და  ტექსტის  შედარება, კოგნიტური  სქემები: ,,ვიცი, გავიგე, მინდა  გავიგო“,,,მსგავსება-განსხვავება“. შევასრულეთ  ჩემ  მიერ  შექმნილი სპეციალურად  ამ გაკვეთილისთვის  შექმნილი სახალისო  ტესტი (Powerpoint ფორმატის)   შემდეგი ეტაპი  გახლდათ  სიმულაციური არქეოლოგიური  გათხრები, რომლის  შემდეგ დავწერეთ  ჯგუფური  წერა. ჯგუფებმა აღწერეს  მათ  მიერ  შესრულებული  სამუშაო. ტექსტი  გახლდათ  ინფორმაციული ხასიათის, არამხატვრული. ამ  შემთხვევაშიც  გამოვიყენეთ  კოგნიტური  სქემა: ,,ჯერ,  შემდეგ, ბოლოს“. დავალების  სწორად  შესრულებაში კი დაეხმარათ  სწორედ  არქეოლოგიური  გათხრების  სიმულაცია.
თემა: მე-4  კლასში  მოსწავლეები  სწავლობენ  ალტამირას  გამოქვაბულის  საიდუმლოებას. (,,უძველესი  ნახატები“ჯურხა  ნადირაძის  მოთხრობების  მიხედვით)მათ  ლექსიკაში მკვიდრდება  უცხო ტოპონიმები, გეოგრაფიული და სხვადასხვა  ტერმინები: არქეოლოგია,  რესტავრაცია  და  ა.შ.  მხოლოდ  ახსნით  ვერ იმახსოვრებენ  მათ  მნიშნელობებს,  მით  უფრო, პერსონაჟთა საქმიანობის  ფორმას.  იდეა, სიმულაცია  გამომეყენებნა  წერითი  უნარების (მცირე  ზომის აღწერითი  თუ  კვლევითი  ტექსტები) განვითარებისთვის, დაიბადა  გაკვეთილის მსვლელობისას. როცა  ავხსენი  ტექსტში  ნახსენები  არქეოლოგის  მნიშვნელობა, მომიწია,  ამ  საკითხზე  უფრო  მეტი  ყურადღება  შემეჩერებინა.  მათ  ჰქონდათ  უამრავი კითხვა, როგორ  ეძებენ, რატომ  ეძებენ, სად  მიაქვთ ნაპოვნი.
იმისთვის,  რომ  სპეციფიკური, არამხატვრული,  მარტივი  სამეცნიერო  ტექსტი  გაეაზრებინათ  და  თვითონაც  შეექმნათ, გადავწყვიტე  ჩამეტარებინა  სიმულაციური  გაკვეთილი ,,არქეოლოგობანა“.
გაკვეთილის  მიზანი:
·           მოსწავლეებს  შეძლებოდათ მათთვის  ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული ტექსტების (რეკლამის, სა-ყმაწვილო ჟურნალის გან-ცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და სხვ.)  წაკითხვა და გაგება.(ესგ ქართ. IV. 5)
·         შეეთხზათ  სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტები.( ესგ. ქართ. IV. 11.)
·         სოციალური  უნარების(გუნდური  მუშაობა, სხვისი  აზრის  გაზიარება)უნარების  გავითარება, ლექსიკური   კომპეტენციის განვითარებას,
·         მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების  დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;   წინარე  ცოდნის  ახლით  შევსება,
        პროცესი:  პირველი  ეტაპზე, ვნახეთ  ჩემ  მიერ  შექმნილი  პატარა  საინფორმაციო ფილმი ალტამირას გამოქვაბულზე.(http://youtu.be/be2ztuwZw_Q)  შემდეგ  დავამუშავეთ  ტექსტი.   ამ  თემას  ეთმობა  3 საგაკვეთილო  საათი. ჩვენ  დავუთმეთ  მეტი.  დაწყვილებულ გაკვეთილზე გავაკეთეთ  ტექსტის  ანალიზი, ფილმისა  და  ტექსტის  შედარება (T სქემა: მსგავსება -განსხვავება),  ,,ვიცოდი, გავიგე, მინდა  გავიგო“. წყვილებში გავაკეთეთ  სახალისო  ტესტი  წაკითხულის  გააზრებისთვის http://apriori2014.blogspot.com/p/blog-page_18.html.
შინ  სამუშაოდ მიეცათ, მეტი  ინფორმაცია  გაეგოთ  არქეოლოგიაზე. გათხრებისთვის საჭირო,, სამუშაო  იარაღების“  ორგანიზება გავაკეთე  მე. მოსწავლეები  ძალიან  დაინტერესდნენ  არქეოლოგიური  და  რესტავრაციის  ამბებით.    გაარკვიეს,  როგორ  ხდება   სამუშაოს  ორგანიზება, რა  სამუშაო  იარაღებს  გამოიყენებენ  არქეოლოგები  და  რესტავრატორები.აქაც  გამოვიყენეთ  ჩემ  მიერ  შექმნილი  ელექტრონული რესურსი  რას  იყენებენ  არქეოლოგები  გათხრებზე.  http://apriori2014.blogspot.com/p/blog-page_18.html დავგეგმეთ  ,,გათხრების“ ჩატარება. იდეა  ეკუთვნოდა   მასწავლებელს, ბავშვები  ჩაერთვნენ  ენთუზიაზმით.  სურვილის   მიიხედვით  დაიყვნენ  რესტავრატოებად  და   არქეოლოგებად.  გვყავდა  ფოტოგრაფი  და  მხატვარი.  საგანგებოდ  შერჩეულ   ადგილზე   გავაკეთეთ  მოდელირებული  არქეოლოგიური  ტერიტორია. ამაში  მე-4 კლასელები  არ  მონაწილეობდნენ.  დავიხმარიე  უფროსკლასელები  და  ისტორიის  მასწავლებელი. გათხრები  ჩავატარეთ  შემდეგ  დაწყვილებულ  გაკვეთილზე.
წინარე  ცოდნზე  დაყრდნობით ( სახელმძღვანელო, საბავშვო  ენციკლოპედია, ფილმი) ჯგუფებს   დაურიგდათ  სამუშაოდ  საჭირო   სამუშაო  ინსტრუმენტები: ,,არქეოლოგებმა“  ფუნჯები, პატარა  ბარები, სათხრელი  ინსტრუმენტები, ყუთები, ხელთათმნები. ,,რესტავრატორებმა“: წებო, თაბაშირი, ქაღალდი.
გამოიყენეს  რა  წინარე  ცოდნა, ბავშვებმა  კვადრატებად  დაჰყვეს  ტერიტორია. გათხრებისას ,,ნაპოვნი“ თიხის  ჭურჭლის  ნაშთები, მძივის   ნაწილები  ფრთხილად  ჩააწყვეს  ყუთებში  და  გადაიტანეს ,,სარესტავრაციოდ“.  ასევე  ხალისით  გააკეთეს  რესტავრაცია. აღადგინეს  თიხის  ქოთანი.  მესამე  ეტაპი  ამ   გაკვეთილისა  გახლდათ ჩატარებულ  სამუშაოზე  მცირე ზომის ჯგუფური თხზულების  შექმნა. ბოლოს  მოაწყვეს  ნაპოვნი  და  აღდგენილი ნივთების გამოფენა, რომელზეც  ,,გიდმა“  დამთვალიერებლებს  (მშობლებსა  და  დირექციას)  გააცნო  ნაპოვნის  ისტორია. გამოყენა  ჯგუფის  შექმნილი  საინფორმაციო  ტექსტი.
შედეგი:   მოსწავლეებმა  აქტიურად  გამოიყენეს  წინარე  ცოდნა. სრულყოფილად  ჩასწვდნენ   ნახსენები   სიტყვების  არსს, შექმნეს  მოდელი  ტექსტში  წარმოდგენილი  სიტუაციის.  ნასწავლი  დაუკავშირეს  პირად  გამოცდილებას;  განივითარეს  სოციალური  უნარები   განივითარეს ლექსიკური  კომპეტენციები.   შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით შეადგენს მარტივი დარგობრივი ტექსტი   (არქეოლოგებმა  და  რესტავრატორებმა  შესრულებული  სამუშაოს  მარტივი  ანალიზი, ,,გიდმა“ ნაპოვნი  და  აღდგენილი  ნივთების  ფუნქციური დანიშნულების, შედგენილობის  შესახებ)

დასკვნა:
 მასწავლებლის  დასახული  ამოცანა, გაეაზრებინათ  ტექსტი. განევითარებინათ  ზეპირი  და  წერითი  მეტყველების  უნარები, გამოეყენებინათ  წინარე  ცოდნა,  დაეგეგმათ  საკუთარი   საქმიანობა,  ნასწავლი  პირად  გამოცდილებასთან  დაეკავშირებინათ, მიღწეულ  იქნა.მოსწავლეებს  მიეცათ  საშუალება  სიმულაციური  გაკვეთილით  ჩაეტარებინათ მარტივი  ექსპერიენტი.   კლასი  იყო  მოტივირებული, ენთუზიაზმით  დამუხტული.
ცალკე  აღნიშვნის  ღირსია  მშობელთა   და  კოლეგათა   დაინტერესება.
კოლეგათა  და  მშობელთა  ურთიერთანამშრომლობა   სწორი  პედაგოგიური  მიდგომებისა  და  ჯანსაღი სასწავლო  კლიმატის  საწინდარია, რაც,  ასევე,  ამ  გაკვეთილის  შედეგად  შეიძლება  






სიმულაციური გაკვეთილი ,,არქეოლოგობანა" by Slidely Slideshow

0 коммент.:

Go to Top
Copyright © 2013 პროექტები PROJECTS
Template Created by : Distributed By Templates