featured Slider

რატომ არ ვდებ ახალ პროექტებს


 


    კოლეგებს   უკვირთ, რატომ  არ  ვდებ  ახალ  პროექტებს  ბლოგზე.  სამწუხაროდ, ჩემი  ნაშრომი  სხვისი  გვარ-სახელით  შემხვდა  ერთ-ერთ  კონკურსზე, სლაიდის შაბლონიც  არ  შეუცვლია. ამიტომ   ახალ   პროექტებს  დავდებ  სასწავლო  წლის  ბოლოს. მანამდე  მექნება  ოფლაინ პორტფოლიოში.

დიდოსტატი









არქეოლოგობანა








აღმოჩენებით  სწავლა  კონსტრუქტივისტული  თეორიის  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  კომპონენტია. სწავლა  აქტიური  პროცესია, რომელშიც  მოსწავლეები  აგებენ  ახალ  ცოდნას  არსებულზე  დაყრდნობით,  განიმტკიცებენ  ძველს. ეს  მეთოდი  ეფექტურია, როცა  მას  მასწავლებელი  მართავს. მასწავლებელი  გეგმავს  და  აძლევს  ისეთ  დავალებებს, რომლებიც  მოსწავლეებს  მანიპულირების  და გამოკვლევების  შესაძლებლობას  მისცემს.
პრობლემა:  მოგეხსენებათ,  დაწყებით  საფეხურზე  გამომუშავებული  უანრ-ჩვევები  განაპირობებენ  ზედა  საფეხურებზე   წარმატებულ სწავლებას. ამიტომ  მნიშვნელოვანია  მასალის  სიღრმისეულად  წვდომა,  ცნებებში  გარკვევა, საკუთარი  სწავლის  ორგანიზების ხელშეწყობა.  ამ  საფეხურზე  საგანთა  ინტეგრირების  გამო   ქართულის  კურსი  მოიცავს  ისტორიის,  ხელოვნებისა და  ხანდახან  ბუნებისმცოდნეობის  მასალებს.
 ბავშვებს  კი უჭირთ   გაკვეთილსა  თუ  საშინაო  დავალებებში  ყველაზე  მნიშვნელოვანი  ინფორმაციის ამოცნობა, მხოლოდ  ტექსტებზე  დაყრდნობით  მასალის  გათავისება.მით უფრო, თუ  ტექსტი  არამხატვრულია, საგანთაშორის  კავშირის  აღმოჩენა  და  მცირე  არამხატვრული  ტექტის  შეთხზვა. ამიტომ  ხშირად  მივმართავ  სხვადასხვა  აქტივობებს,  ვქმნი  ელექტრონულ  რესურსებს, ვცდილობ  მასალის  ვიზუალიზაციას, მარტივ,  სიმულაციურ   ექსპერიმენტებს.  
მეთოდი : როგორ  დავეხმაროთ  მოსწავლეებს  ცოდნის  ეფექტურად  აგებაში? შეიძლება  შევქმნათ  სიმულაციური  სიტუაციები, რომლის დროს  მოსწავლეებს  ექნებათ   ექსპერიმენტების  ჩატარების შესაძლებლობა.  სიმულაცია  გულისხმობს   რეალობასთან  იდენტური  ხელოვნური  სიტუაციის  შექმნას, ის რეალობის  გათამაშებაა. სიმულაცია  მოსწავლის   მონაწილეობით  საუკეთესოა  რთული, პრობლემური, ძნელად  გასაგები   თემების  დამუშავებისას.
მიზნის  მისაღწევად, ჩავთვალე, რომ  საინტერესო  იქნებოდა არქეოლოგიური  გათხრების სიმულაცია.  ეს  გახდათ  ბოლო  ეტაპი  ჩვენი  გაკვეთილისა. მანამდე  გამოვიყენეთ:  ფილმისა  და  ტექსტის  შედარება, კოგნიტური  სქემები: ,,ვიცი, გავიგე, მინდა  გავიგო“,,,მსგავსება-განსხვავება“. შევასრულეთ  ჩემ  მიერ  შექმნილი სპეციალურად  ამ გაკვეთილისთვის  შექმნილი სახალისო  ტესტი (Powerpoint ფორმატის)   შემდეგი ეტაპი  გახლდათ  სიმულაციური არქეოლოგიური  გათხრები, რომლის  შემდეგ დავწერეთ  ჯგუფური  წერა. ჯგუფებმა აღწერეს  მათ  მიერ  შესრულებული  სამუშაო. ტექსტი  გახლდათ  ინფორმაციული ხასიათის, არამხატვრული. ამ  შემთხვევაშიც  გამოვიყენეთ  კოგნიტური  სქემა: ,,ჯერ,  შემდეგ, ბოლოს“. დავალების  სწორად  შესრულებაში კი დაეხმარათ  სწორედ  არქეოლოგიური  გათხრების  სიმულაცია.
თემა: მე-4  კლასში  მოსწავლეები  სწავლობენ  ალტამირას  გამოქვაბულის  საიდუმლოებას. (,,უძველესი  ნახატები“ჯურხა  ნადირაძის  მოთხრობების  მიხედვით)მათ  ლექსიკაში მკვიდრდება  უცხო ტოპონიმები, გეოგრაფიული და სხვადასხვა  ტერმინები: არქეოლოგია,  რესტავრაცია  და  ა.შ.  მხოლოდ  ახსნით  ვერ იმახსოვრებენ  მათ  მნიშნელობებს,  მით  უფრო, პერსონაჟთა საქმიანობის  ფორმას.  იდეა, სიმულაცია  გამომეყენებნა  წერითი  უნარების (მცირე  ზომის აღწერითი  თუ  კვლევითი  ტექსტები) განვითარებისთვის, დაიბადა  გაკვეთილის მსვლელობისას. როცა  ავხსენი  ტექსტში  ნახსენები  არქეოლოგის  მნიშვნელობა, მომიწია,  ამ  საკითხზე  უფრო  მეტი  ყურადღება  შემეჩერებინა.  მათ  ჰქონდათ  უამრავი კითხვა, როგორ  ეძებენ, რატომ  ეძებენ, სად  მიაქვთ ნაპოვნი.
იმისთვის,  რომ  სპეციფიკური, არამხატვრული,  მარტივი  სამეცნიერო  ტექსტი  გაეაზრებინათ  და  თვითონაც  შეექმნათ, გადავწყვიტე  ჩამეტარებინა  სიმულაციური  გაკვეთილი ,,არქეოლოგობანა“.
გაკვეთილის  მიზანი:
·           მოსწავლეებს  შეძლებოდათ მათთვის  ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის  არამხატვრული ტექსტების (რეკლამის, სა-ყმაწვილო ჟურნალის გან-ცხადების, საყმაწვილო ენციკლოპედიის სტატიისა და სხვ.)  წაკითხვა და გაგება.(ესგ ქართ. IV. 5)
·         შეეთხზათ  სხვადასხვა სახის მცირე ზომის ტექსტები.( ესგ. ქართ. IV. 11.)
·         სოციალური  უნარების(გუნდური  მუშაობა, სხვისი  აზრის  გაზიარება)უნარების  გავითარება, ლექსიკური   კომპეტენციის განვითარებას,
·         მოსმენილი ან წაკითხული მხატვრული ნაწარმოების  დაკავშირება პირად გამოცდილებასთან;   წინარე  ცოდნის  ახლით  შევსება,
        პროცესი:  პირველი  ეტაპზე, ვნახეთ  ჩემ  მიერ  შექმნილი  პატარა  საინფორმაციო ფილმი ალტამირას გამოქვაბულზე.(http://youtu.be/be2ztuwZw_Q)  შემდეგ  დავამუშავეთ  ტექსტი.   ამ  თემას  ეთმობა  3 საგაკვეთილო  საათი. ჩვენ  დავუთმეთ  მეტი.  დაწყვილებულ გაკვეთილზე გავაკეთეთ  ტექსტის  ანალიზი, ფილმისა  და  ტექსტის  შედარება (T სქემა: მსგავსება -განსხვავება),  ,,ვიცოდი, გავიგე, მინდა  გავიგო“. წყვილებში გავაკეთეთ  სახალისო  ტესტი  წაკითხულის  გააზრებისთვის http://apriori2014.blogspot.com/p/blog-page_18.html.
შინ  სამუშაოდ მიეცათ, მეტი  ინფორმაცია  გაეგოთ  არქეოლოგიაზე. გათხრებისთვის საჭირო,, სამუშაო  იარაღების“  ორგანიზება გავაკეთე  მე. მოსწავლეები  ძალიან  დაინტერესდნენ  არქეოლოგიური  და  რესტავრაციის  ამბებით.    გაარკვიეს,  როგორ  ხდება   სამუშაოს  ორგანიზება, რა  სამუშაო  იარაღებს  გამოიყენებენ  არქეოლოგები  და  რესტავრატორები.აქაც  გამოვიყენეთ  ჩემ  მიერ  შექმნილი  ელექტრონული რესურსი  რას  იყენებენ  არქეოლოგები  გათხრებზე.  http://apriori2014.blogspot.com/p/blog-page_18.html დავგეგმეთ  ,,გათხრების“ ჩატარება. იდეა  ეკუთვნოდა   მასწავლებელს, ბავშვები  ჩაერთვნენ  ენთუზიაზმით.  სურვილის   მიიხედვით  დაიყვნენ  რესტავრატოებად  და   არქეოლოგებად.  გვყავდა  ფოტოგრაფი  და  მხატვარი.  საგანგებოდ  შერჩეულ   ადგილზე   გავაკეთეთ  მოდელირებული  არქეოლოგიური  ტერიტორია. ამაში  მე-4 კლასელები  არ  მონაწილეობდნენ.  დავიხმარიე  უფროსკლასელები  და  ისტორიის  მასწავლებელი. გათხრები  ჩავატარეთ  შემდეგ  დაწყვილებულ  გაკვეთილზე.
წინარე  ცოდნზე  დაყრდნობით ( სახელმძღვანელო, საბავშვო  ენციკლოპედია, ფილმი) ჯგუფებს   დაურიგდათ  სამუშაოდ  საჭირო   სამუშაო  ინსტრუმენტები: ,,არქეოლოგებმა“  ფუნჯები, პატარა  ბარები, სათხრელი  ინსტრუმენტები, ყუთები, ხელთათმნები. ,,რესტავრატორებმა“: წებო, თაბაშირი, ქაღალდი.
გამოიყენეს  რა  წინარე  ცოდნა, ბავშვებმა  კვადრატებად  დაჰყვეს  ტერიტორია. გათხრებისას ,,ნაპოვნი“ თიხის  ჭურჭლის  ნაშთები, მძივის   ნაწილები  ფრთხილად  ჩააწყვეს  ყუთებში  და  გადაიტანეს ,,სარესტავრაციოდ“.  ასევე  ხალისით  გააკეთეს  რესტავრაცია. აღადგინეს  თიხის  ქოთანი.  მესამე  ეტაპი  ამ   გაკვეთილისა  გახლდათ ჩატარებულ  სამუშაოზე  მცირე ზომის ჯგუფური თხზულების  შექმნა. ბოლოს  მოაწყვეს  ნაპოვნი  და  აღდგენილი ნივთების გამოფენა, რომელზეც  ,,გიდმა“  დამთვალიერებლებს  (მშობლებსა  და  დირექციას)  გააცნო  ნაპოვნის  ისტორია. გამოყენა  ჯგუფის  შექმნილი  საინფორმაციო  ტექსტი.
შედეგი:   მოსწავლეებმა  აქტიურად  გამოიყენეს  წინარე  ცოდნა. სრულყოფილად  ჩასწვდნენ   ნახსენები   სიტყვების  არსს, შექმნეს  მოდელი  ტექსტში  წარმოდგენილი  სიტუაციის.  ნასწავლი  დაუკავშირეს  პირად  გამოცდილებას;  განივითარეს  სოციალური  უნარები   განივითარეს ლექსიკური  კომპეტენციები.   შესაფერისი ლექსიკის გამოყენებით შეადგენს მარტივი დარგობრივი ტექსტი   (არქეოლოგებმა  და  რესტავრატორებმა  შესრულებული  სამუშაოს  მარტივი  ანალიზი, ,,გიდმა“ ნაპოვნი  და  აღდგენილი  ნივთების  ფუნქციური დანიშნულების, შედგენილობის  შესახებ)

დასკვნა:
 მასწავლებლის  დასახული  ამოცანა, გაეაზრებინათ  ტექსტი. განევითარებინათ  ზეპირი  და  წერითი  მეტყველების  უნარები, გამოეყენებინათ  წინარე  ცოდნა,  დაეგეგმათ  საკუთარი   საქმიანობა,  ნასწავლი  პირად  გამოცდილებასთან  დაეკავშირებინათ, მიღწეულ  იქნა.მოსწავლეებს  მიეცათ  საშუალება  სიმულაციური  გაკვეთილით  ჩაეტარებინათ მარტივი  ექსპერიენტი.   კლასი  იყო  მოტივირებული, ენთუზიაზმით  დამუხტული.
ცალკე  აღნიშვნის  ღირსია  მშობელთა   და  კოლეგათა   დაინტერესება.
კოლეგათა  და  მშობელთა  ურთიერთანამშრომლობა   სწორი  პედაგოგიური  მიდგომებისა  და  ჯანსაღი სასწავლო  კლიმატის  საწინდარია, რაც,  ასევე,  ამ  გაკვეთილის  შედეგად  შეიძლება  






სიმულაციური გაკვეთილი ,,არქეოლოგობანა" by Slidely Slideshow

ხელოვნების ძალა















ხობის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  ნოჯიხევის  #2 საჯარო  სკოლა
საფეხური/კლასი
დაწყებითი  საფეხური
მე-4 კლასი
საგანი
ქართული  ენა  და  ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა
მასწავლებელი
ეკა  ცხადაია, ბესიკ  ქავთარაძე
თემა
ხელოვნების  ძალა- რატომ  მღერიან,  ცეკვავენ   და  ხატავენ  ადამიანები?
პრობლემის  იდენტიფიკაცია
(არსებული სიტუაციის ანალიზი)
მე-4 კლასის ქართული  ენისა  და  ლიტერატურის  სახელმძღვანელოს  (ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე ,,ბაკურ  სულაკაურის  გამომცემლობა“ 2013წ) 1-ლი  თავი  ეძღვნება  ხელოვნებას.  წარმოდგენილი  ნაწარმოებები  განიხილება  ხელოვნებასთან, მის  ძალასთან  კონტექსტში. პარალელურად, სახვითი  და  გამოყენებითი  ხელოვნების გაკვეთილზე(ანა  კლდიაშვილი,ნინოო  ღაღანიძე, თამარ  ჯაყელი, გამომც.,,კლიო“)  ასევე  მოიცავს ამავე  თემატიკას.
ადამიანის  ცხოვრებაში  ხელოვნების  როლის  გათავისებისთვის, ხელოვნების  სამყაროს უკეთ  გაცნობიერებისთვის, მოსწავლეთა  ესთეტიკური  აღზრდისთვის დავგეგმეთ  პროექტ გაკვეთილი.
პროექტის  ფარგლებში  მოსწავლეები  გაეცნობიან  ხელოვნების  სხვადასხვა  დარგებს,  შექმნიან  შემაჯამებელ  პროდუქტს ა) პლაკატების  ბ) ნახატების გ) თხზულებების(ზღაპარი, მოთხრობა)  სახით



პროექტის მიზანი
·         ხელოვნების სხვადასხვა  დარგის  გაცნობა,
·         ადამიანის  ცხოვრებაში  მათი  როლის  აღნიშვნა,
·         მოსწავლეთა  ესთეტიკური  აღზრდა,ხელოვნების  ძალია
·         არავერბალური  ინტერპრეტაციის,
·          ჯგუფური  მუშაობის,
·          ნანახისა  და  განცდილის  გადმოცემის  უნარების  განვითარება
·         საკუთარი  გამწყობის  პლაკატებად, ნახატებად  პრეზენტაცია.
კავშირი  ესგ-სთან

ქარ. IV. 
9.  მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის  მიზნობრივი ტექსტების  სათანადოდ გაფორმება და ტექსტის არავებალური ნაწილების ამოცნობა; ავლენს ტექსტის არავერბალური ინტერპრეტაციის უნარ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სათანადოდ აფორმებს მცირე ზომის მიზნობრივ ტექსტებს (სხვადასხვა ხასიათის აბრებს საშუალო სკოლის, საბავშვო ბაღის, სპორტული მოედნისთვის, ზღაპრის ან საბავშვო სპექტაკლის თემაზე შექმნილ პლაკატს და სხვ.);
·         ადეკვატურად იყენებს საბავშვო წიგნში გამოყენებულ პირობით ნიშნებს (ლოგოს, რუბრიკას, სქემას), ილუსტრაციებს, დამხმარე ცხრილებსა და მარტივ დიაგრამებს;
·         ამოიცნობს საბავშვო, შემეცნებით (შემეცნებით-გასართობ), მუსიკალურ, სპორტულ და საინფორმაციო გადაცემებს სპეციფიკური ნიშნების (მუსიკალური ქუდის, ლოგოს, დასაწყისისა და ა.შ.) მიხედვით;
·         
·         შეარჩევს (თვითონ ხატავს ან მოიძიებს) როლის შესაბამის ვიზუალურ მასალას;
·         
ხატვა
ს.გ.IV.2.  მოსწავლე  მიმართავს  სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას და შეუძლია გამოავლს მათ შესაძლებლობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ქმნის სხვადასხვა ფაქტურას (სხვადასხვა ტიპის მონასმებით,  მუყაოს ნაჭრებით, ანაბეჭდებით, დაფარული ზედაპირის დაკაწვრით, ასევე, თითებით, ღრუბლით და სხვ.);
·           აქცევს შეცდომას (ხარვეზს, დეფექტს) ნამუშევრის ელემენტად;
·           ქმნის დეკორატიულ და გამოყენებით ნამუშევრებს (თასები, მძივები, სათამაშოები, და სხვ.) სხვადასხვა მასალით (ქსოვილი, მუყაო, მავთული, მეორადი რესურსები).
ს.გ.IV.8.მოსწავლეს ესმის  და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის       თვითგამოხატვის და კომუნიკაციის  საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ჩამოთვლის რამდენიმე მიზეზს, რატომ ქმნიან ადამიანები ხელოვნების ნაწარმოებებს;
·           საუბრობს, თუ რისი გადმოცემა სურდა ნამუშევარში (ოცნება, ემოცია, აზრი, შთაბეჭდილება);
·           მსჯელობს ხელოვნებაზე, როგორც გატაცებასა და პროფესიაზე

მუსიკა
უს.IV.13.  მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს  ერთმანეთისგან მუსიკალურ საკრავები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასხვავებს ხალხური მუსიკის საკრავებს კლასიკური მუსიკის ინსტრუმენტებისაგან;
·           ხატავს ინსტრუმენტებს;


მიმართულება: მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში

მუს.IV.11.  მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს მუსიკოსთა სპეციალობები და შეადაროს ისინი  ერთმანეთს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           განასხვავებს კომპოზიტორისა და შემსრულებლის პროფესიებს;
·           ასახელებს კომპოზიტორის, პიანისტის, მევიოლინს, დირიჟორის, მომღერლის და ა. შ. სპეციალობებს;
·           იხსენებს, რომელი სპეციალობის მუსიკოსი უნახავს და მოუსმენია.



დრო
3 კვირა
პროექტის  ამოცანები
·         შეიქმნას  სლაიდები  და  ვიდეომასალა   დასახული  მიზნის  მისაღწევად.
·         თითოეულ  გაკვეთილზე  დამუშავდეს  მძიებული  და შექმნილი  რესურსი;
·         პალკატის  შესაქმნელად  მასალის  შეგროვება
·         ყველა  გაკვეთილზე  მასწავლებლებმა გამოიყენოს სტრატეგიები 1. "წავიკითხე -დავხატე"; 2. "მოვისმინე - გიამბობთ"; 3. "ვნახე -ვიმეორებ"
·         მოსწავლეთა  ნამუშევრების  პრეზენტაცია-გამოფენა
·         მოსწავლეთა  ნამუშევრების  ელექტრონულად  დამუშავება

პროექტის  განხორციელების  გზები
1) ამოცანა - დაწყებითი კლასების კათედრაზე შემუშავდეს და  შეირჩეს  სლაიდები  და  ვიდეომასალა  პროექტისთვის
Power point -ის  სლაიდები
ეკა  ცხადაია
ბესიკ  ქავთარაძე
ვიდეომასალა

მოსწავლეთა  ნამუშევრების  ატვირთვა  ბლოგზე

ეთერ  გვალია




ეკა  ცხადაია



შესრულების  განრიგი
პროექტის შესრულების განრიგი



სლაიდებისა  და  ვიდეომასალის  მოძიება-შექმნა





ხელოვნების  გაკვეთილი

სლაიდების  ჩვენება ხელოვნების  დარგების შესახებ


საუბრები  ხელოვნებაზე. ნანახის  დაკავშირება  დავალებასთან
ექსკურისა  სამხატვრო  გალერეაში



რისთვის  იყენებს  ადამიანი  ხელოვნებას?




მუსიკის  გაკვეთილი

ვიდეოს  ნახვა. გარკვევა  ცნებბეში, კომპოზიტორი, მუსიკოსი, შემსრულებელი, დირიჟორი. ხალხური საკრავები


სასცენო  ხელოვნების  სხვადასხვა  ჟანრი: ბალეტი, ხალხური  ცეკვები, თეატრი, ოპერა.



საუბრობს  პირად  ემოციებსა  და  განწყობებზე მუსიკალური  სიუჟეტის  მოსმენისას.
  სხვადასხვა  განწყობის  მელოდიის  მოსმენა. ემოციის  გადმოცემა  ნახატით  ან  წერით.

ქართულის  გაკვეთილი

,,ხელოვნების  ძალა“-საგაკვეთილო  მასალაზე  მუშაობა. ტექსტების  დამუშავება საუბრები  ხელოვნებაზე. სლაიდების  ჩვენება.



ხელოვნების  სამი  დარგი- შესწავლილი  მასალის  შეჯამება.
ცნებები-მწერალი, პოეტი, მხატვარი, კომპოზიტორი, ქორეოგრაფი.
რა  ძალა  აქვს  ხელოვნებას?


პროექტის  შეჯამება. მოსწავლეთა  ნამუშევრების  პრეზენტაცია-გამოფენა



რესურსები/ბიუჯეტი
რესურსები:
კომპიუტერი,
პროექტორი,
დაფა,
პლაკატები(მუსიკალური  ინსტრუმენტები, კომპოზიტორების, მხატვრების.ხელოვნების  სხვადასხვა  დარგის  სურათები)
ბუკი- 13 ცალი
ა3 ფორმატის  ქაღალდი
ფერადი მარკერები, ფლომასტრები
სახატავი  ფურცლები
წებო, წებოვანი  ლენტი,
მოსალოდნელი შედეგები
·         მოსწავლეები  გაეცნობიან ხელოვნების სხვადასხვა  დარგს
·         ადამიანის  ცხოვრებაში  მათ  როლს,
·         შეძლებენ  არავერბალური  ინტერპრეტაციით  გადმოსცენ  მოსმენილი, წაკითხული  და ნანახი,
·          იმუშავებენ ჯგუფურად.
·          საკუთარი  გამწყობას  გადმოსცემენ პლაკატებად, ნახატებად, გააკეთებენ  პრეზენტაციას.

შეფასება
განმავითარებელი  შეფასება.





პროექტის შეჯამება by Slidely Slideshow

ხელოვნების ძალა-პროექტგაკვეთილი by Slidely Slideshow
Go to Top
Copyright © 2013 პროექტები PROJECTS
Template Created by : Distributed By Templates